აუქციონები ერთი მონაწილით და პირდაპირი მიყიდვები - როგორ გაყიდა ქონება აჭარის მთავრობამ

04.02.23 16:05
აუქციონები ერთი მონაწილით და პირდაპირი მიყიდვები - როგორ გაყიდა ქონება აჭარის მთავრობამ

აუქციონები ერთი მონაწილით და პირდაპირი მიყიდვები, რომელიც ეჭვებს ბადებს - როგორ გაყიდა ქონება აჭარის მთავრობამ? "საერთაშორისო გამჭვივრალობა საქართველო" ახალ კვლევას აქვეყნებს.  

ოფიციალური დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კორუფციული რისკები დაინახა.

როგორც გაირკვა, მხოლოდ გასულ წელს ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა დაფიქსირდა. ამგვარ გარემოში  ქონების შემსყიდველებმა კი 1 მილიონ ლარამდე თანხა პოლიტიკური შემოწირულობის სახით მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადარიცხა. მესამე სექტორში ფიქრობენ რომ ეს კორუფიცაა, რომლითაც საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.

სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ ქონდებას ყიდის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. 39 ელექტრონული აუქციონი გაიმართა და, რაც ყველაზე ყურადღებამისაქცევია, არის ის, რომ აუქციონი გაიმართა ისეთი, სადაც პრაქტიკულად კონკურენცია არ ყოფილა, ერთი პირი მონაწილეობდა და, ბუნებრივია, ერთი პირი, ერთი ბიჯით იგებს ამ აუქციონს. პროცესი ძალიან ჩაკეტილ, ვიწრო წრეში მიმდინარეობდა. ის ადამიანები იღებენ ამ აუქციონში მონაწილეობას, ვინ წინასწარ, სავარაუდოდ, არის გარიგებული ეს ქონება შეიძინოს. ისევ რჩება პრაქტიკა იმისა, რომ 1 ლარად ქონება არის გადაცემული ან პირდაპირი გზით ქონების გადაცემის პრაქტიკაც რჩება ძალაში", - ამბობს ზვიად ქორიძე. 

მსგავსი სიახლეები