ნინო ნადირაძემ ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან - ჩხაიძემ სააკაშვილის ადვოკატებებს უვიცები უწოდა

04.02.23 15:03
ნინო ნადირაძემ ყველას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან - ჩხაიძემ სააკაშვილის ადვოკატებებს უვიცები უწოდა

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი საკვები კალორაჟით კმაყოფილია.

ჩხაიძე ასევე გუშინდელი სასამართლო სხდომას ეხმაურება და მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს კომპეტენციას უწუნებს და მათ უვიცებს ეძახის.

ტემპერატურული რეაქცია არის სუფიბრილიტეტის დონეზე. საღამოს აღენიშნებოდა 37.2, დღეს დილით აღენიშნება 37.3.  რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ უფრო გაფართოვდა რაციონი. იმედია, ეს ასე გაგრძელდება. თუ კიდევ ე.წ გარე ძალები არ ჩაერევიან და თუ გვადროვებენ პაციენტთან მუშაობას. გუშინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონმა ნინომ მთელ ქვეყანას დაანახა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმის ძირითადი მოქმედი პირები. მე ვგულისხმობ ადვოკატებს. არ ვიცი მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების, სხვა მიმართულებით, მაგრამ, როდესაც სამედიცინო ქეისს ეხება შემთხვევა, გუშინ ყველას დაანახეს  უვიცობა თავიანთი დარგის, რომ აბსოლუტურად გაუცნობიერებლები არიან იმ დარგში, რაზეც ახლა მუშაობენ. 9 თვეა მუშაობენ ამაზე, ელემენტარულად ერთ-ორ ნოზოლოგიას წაიკითხავდა და ტერმინოლოგიას მაინც დაიმახსოვრებდა, მაგრამ ამას უნდა დრო, წიგნის გადაშლა, ინტერნეტში ჯდომა, ინფორმაციის წაკითხვა და ადეკვატურად აღქმა, ვიდრე იაფფასიანი განცხადებების კეთება", - თქვა ჩხაიძემ.