ოპოზიციური გაერთიანება შედგა წინასწარი შეთანხმების გარეშე და დამთავრდა არაფრით - აკაკი ბობოხიძე
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ოპოზიციურ გაერთიანება ბუნებრივი შედეგით - არაფრით დასრულდა.
ბობოხიძის თქმით, გაერთიანების საკითხს პარტიები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ.
ეს გაერთიანება შედგა ყოველგვარი წინასწარი მომზადების და შეთანხმების გარეშე და დამთავრდა ბუნებრივი შედეგით - არაფრით. ნებისმიერი მოქმედება, რომელიც არ დასრულდება შედეგით იწვევს აპათიას ხალხში და არის დამაზიანებელი. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს ან გააკეთონ განცხადებები თავიანთი პარტიის სამოქმედო გეგმის მიხედვით და ნუ დაარქმევენ ამას საერთო ოპოზიციურ სახელს. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ცადოს, მოემზადოს ცალ-ცალკე არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ მომავალი არჩევნები არის პროპორციული, რაც შეეხება მეტი ხმა დააგროვოს და შემდეგ, არჩევნების წინ გამოჩნდება ტაქტიკურად რომელი ნაბიჯები აღმოჩნდება სწორი", - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
NDI-ს უახლესი კვლევების შემდეგ პოლიკური პარტიები ახალ სტარტეგიას ადგენენ. ოპოზიცია პარტიული გაძლიერების რეჟიმზე გადადის. შედგება თუ არაა დიდი ერთობაა ან რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის მუშაობა? - ახლა ეს არის მთავარი კითხვა.
ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ტრიო ამ წუთებშიც, ერთად დგასს და 24 თებერვალს დაანონსებული აქციის შესახებ მორიგ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან მართავს.