დიდი ერთობის შესაძლებლობა ქვეყანაში არ არის, ეს არ ეხება კოორდინაციას "სტრატეგიასთან" და "დროასთან" - ჯაფარიძე

04.02.23 15:52
დიდი ერთობის შესაძლებლობა ქვეყანაში არ არის, ეს არ ეხება კოორდინაციას "სტრატეგიასთან" და "დროასთან" - ჯაფარიძე

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით ახლა ქვეყანაში დიდი ოპოზიციური გაერთიანების შესაძლებლობა არ არის. რაც შეეხება მის თანამშრომლობას "სტრატეგიასთან" და "დროასთან", ჯაფარიძე ამბობს რომ ხოშტარია-ვაშაძის გუნდთან კოორდინაცია გრძელდება.

ჩვენ რაც გავაჟღერეთ ის არის პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" შიდაპარტიული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება დიდი ერთობის შესაძლებლობას, რომლის შესაძლებლობაც ახლა ქვეყანაში არ არის.  ამიტომ ამ საკითხის განხილვა შევთანხმდით, გადავდოთ მომავალი წლისთვის, ეს არ ეხება ამ კოორდინაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიასთან, დროსთან და ბევრ იმ ადამიანთან 120-მდე ადამიანი იყო, ვინც დაანონსა 24 თებერვლის აქცია. ეს თანამშრომლობა ეხება უკრაინის საკითხებს, ევროკავშირისა და სტატუსის საკითხებს, ამ თანამშრომლობას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ. სხვა საკითხია დიდი ოპოზიციური გაერთიანება, რომელზეც ვმუშაობდი ივნისიდან მოყოლებულ შარშან, ამის პერსპექტივა ახლა არ ჩანს და ამიტომ გადაიდო ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის იმის გამო, რა პროცესებიც განვითარდა ნაციონალურ მოძრაობაში, რაც ყველამ ვნახეთ, რა ინფორმაციების გამოვიდა. რა ქმედებებიც ვნახეთ და ახლა ამის გამო ახლა რამე დიდ გაერთიანებაზე საუბარი შეუძლებელია", - ამბობს ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები