სამივე ერთად ვართ და ასე ერთად ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა - გიორგი ვაშაძე
ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ტრიო ერთად დგას. სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, ტრიოდან არავინ წასულა და 24 თებერვალს დაანონსებული აქციის შესახებ მორიგ საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან ერთად მართავენ.
ეს არის ტოტალური დეზინფორმაცია. არაფერი არ შეცვლილა ჩვენს თანამშრომლობის ფორმატში. პირიქით, ვართ ერთად, ვართ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩაერთო 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფში. დღესაც თქვენ ნახავთ, რომ სამივე აქაც ერთდ ვართ და აბსოლუტურად ასე ერთად ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რაც დავიწყეთ. 24 თებერვალს გელოდებით 19 საათზე, რუსთაველზე. დანარჩენი ყველაფერი არის დეზინფორმაცია, ყურის მობმა სხვადასხვა საკითხიდან. ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც რამეს იფიქრებს და მოიფიქრებს, ჯერჯერობით კიდევ ფიუქრობენ, მზად ვარ დაველაპარაკო და ვისაუბრო", - ამბობს ვაშაძე.