საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები სააკაშვილის გათავისუფლებამდე შეიზღუდება - ირლანდიელი დეპუტატი

04.02.23 16:41
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები სააკაშვილის გათავისუფლებამდე შეიზღუდება - ირლანდიელი დეპუტატი

ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ჩარლზ ფლანაგანის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების მქონე მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ზღუდავს.

"მიხეილ სააკაშვილი, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის უნდა გათავისუფლდეს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები შეიზღუდება ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე" ,- წერს ის. 

 

 

მსგავსი სიახლეები