თუ სამედიცინო დაწესებულების აკადემიური დონე გუშინდელი დღე იყო, მაშინ მიმიფურთხებია ასეთი ცოდნისთვისაც -გელბახიანი "ვივა მედზე"

04.02.23 17:17
თუ სამედიცინო დაწესებულების აკადემიური დონე გუშინდელი დღე იყო, მაშინ მიმიფურთხებია ასეთი ცოდნისთვისაც -გელბახიანი "ვივა მედზე"

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი გუშინდელ სასამართლო პროცესს აფასებს, სადაც ინო ნადირაძე დაიკითხა. ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ თუ სამედიცინო დაწესებულების აკადემიური დონე გუშინდელი დღე იყო, მაშინ ასეთი ცოდნა ფურთხის ღირსია. 

მან ირიბი პასუხებიც არ გასცა დასმულ კითხვებს და სულ შეეცადა პასუხისმგებლობა სხვზე გადაეტანა, სხვისი მისამართი ეჩვენებინა. მაგას სამართლებრივად რაღაც ბლანკეტური პასუხები ჰქვია, რაც კავშირში არ არის იმ მოცემულობასთან, რაზეც იკითხება პიროვნება. მაგრამ მან ბევრი ისეთი რამ დაადასტურა, რაც ჩვენ გვაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადა შოუ-სპექტაკლის შთაბეჭდილება მოეხდინა აუდიტორიაზე. ბატონი ზურა, რომელ აკადემიაშია აკადემიურ ცოდნა მიღებული, რით ხელმძღვანელობს საერთოდ ცოდნას და კვალიფიკაციას, არ ვიცი, მაგრამ მე პირიქით ვამბობ, "ვივა მედში" ვერ დავინახე ის აკადემიური დონე, რომელსაც ველოდი და თუ სამედიცინო დაწესებულების აკადემიური დონე გუშინდელი დღე იყო, მაშინ მე მიმიფურთხებია ასეთი ცოდნისთვისაც, ასეთი სამედიცინო ნდაწესებულებისთვისაც, ასეთი ნდობისთვისაც, რაც უნდა არსებობდეს ადამიანსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის", - ამბობს გელბახიანი

მსგავსი სიახლეები