"ოცნება" ოპოზიციური გაერთიანების იდეას "ხარებას და გოგიას" ადარებს
"ოცნება" ოპოზიციური გაერთიანების იდეას "ხარებას და გოგიას" ადარებს. ბექა ოდიშარიას თქმით, ეს გაერთიანება თავიდანვე განწირული იყო, რამაც მიმდინარე წელს იჩინა თავი.
არა მხოლოდ ახლა არ არის მოცემულობა, რომ ეს პარტიები გაერთიანდნენ და რამე საერთო სახალხო და, მით უმეტეს, ეროვნული მოძრაობა შექმნან, არამედ, როცა თავიდან შეიკრიბნენ, მახსენდება ერთი კინო-ფილმი, როდესაც ეუბნებიან ხარება და გოგიას, რომ რატომ ხართ ერთად საერთოდო. თავიდანვე, საფუძველში არაფრის მომტანი არ იყო ეს პლატფორმა და ამან თავი იჩინა კიდეც მიმდინარე წელს. რაც მთავარია, თავად დაინახეს და ჩაიხედეს პოლიტიკურ სარკეში", - ამბობს ოდიშარია.