რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? - მელია და ხაბეიშვილი "შაბათის ეთერის" კითხვების პირისპირ

04.02.23 20:20
რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? - მელია და ხაბეიშვილი  "შაბათის ეთერის"  კითხვების პირისპირ

გაყრა "ნაციონალურ მოძრაობაში" - რა ხდება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში. 

ირკვევა, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში ნიკა მელიას საერთოდ არ ელოდება, მეტიც, ახლადარჩეულ თავმჯდომარეს მისი მთავარი კონკურენტისთვის საერთოდ არ დაურეკავს. 

მეტიც, ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ "მელიამ ძირგამომთხრელი მქომედებები დაიწყო"

ხაბეიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "მელია წარსულია".  მისი თქმით, "თუ ივანიშვილის ოპოზიციაში ყოფნას აპირებს მასთან ვითანამშრომლებ"

"შაბათის ეთერთან" ხაბეიშვილი ამბობს, რომ მელიას ყოფილ კაბინეტში "არავინ შესულა", თუმცა სოციალური ქსელი აჭრელებულია ფოტოებით, როგორ პოზირებს ხაბეიშვილის ფლანგი მელიას კაბინეტში. 

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ფაქტზე ამბობს, რომ "არ იყო ნამდვილად კარგი სანახავი". 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო წერილი, სადაც მას მესამე პრეზიდენტი თანამებრძოლს სთავაზობს სააკაშვილის გათავისუფლების ჯგუფს ჩაუდგეს სათავეში და იმუშაოს უცხოელებთან. და სააკაშვილის სახელით ჰქონდეს მაღალი რანგის შეხვედრები. 

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე კარტებს არ ხსნის და ამბობს, რომ  პირად მიმოწერას არ გაასაჯაროებს. 

ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი "შაბათის ეთერის" პირდაპირი კითხვების პირისპირ.

 

მსგავსი სიახლეები