ზუგდიდი, ქუთაისი და ახალციხე - როგორ ხარჯავენ ბიუჯეტიდან მილიონებს მუნიციპალიტეტებში
როგორ ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს მუნიციპალიტეტებში? - საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯების მიხედვით, 9 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მხარჯველი ზუგდიდი, ქუთაისი და ახალციხე აღმოჩნდა.
ინფორმაცია "ფლანგვის დექტეტორმა" გამოითხოვა.
ირკვევა, რომ მხოლოდ ზუგდიდის მერიამ 2 წლის განმავლობაში 161,227 ლიტრი საწვავი მოიხმარა და ამაში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. გორშიი კი ავტო-პარკის განახლებაზე ზრუნავენ აქტიურად. ყველაფერს ემატება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებიც, რომლითაც ცნობილი ხდება, რამდენად მიზანშეწონილად იხარჯება საწვავი.
რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა ძირითად შემთხვევაში მზარდია, რადგან როგორც ხედავთ, საწვავის ხარჯი წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტებში იზრდება. ამაზე ხშირად საუბრობს აუდიტის სამსახური თავის ანგარიშებში და ასევე ხშირად უთითებს იმას, რომ არსი შემთხვევები, როცა მუნიციპალიტეტში საწვავზე იმაზე მეტი იხარჯება, რამდენიც შესაძლებელია, რომ თვითონ მანქანის ავზში ჩაისხას. იგივე პრობლემა იყო პანდემიის დროს, გვახსოვს შემთხვევები როდესაც საწვავის ხარჯი ისევ მაღალი იყო მიუხედავად იმისა, რომ მანქანები არ მოძრაობდნენ", - ამბობენ “ფლანგვის დეტექტორში".