ექსკლუზივი: "ოცნების" საიდუმლო შეხვედრები მოსკოვში - სკანდალური ჩანაწერები
"მელაძის შაბათის" ექსკლუზივი: ზურაბ აბაშიძის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ სკანდალური ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ჩანაწერი, რომელიც "კიბერ კმარას" სახელით ინტერნეტში გავრცელდა, ნამდვილია.
ზურაბ აბაშიძეს ახლა აინტერესებს პასუხი კითხვაზე, ვინ ჩაწერა და ვინ გაავრცელა, მისი და გრიგორი კარასინის არაფორმალური საუბარი?!
"შაბათის ეთერმა" კი ამ ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, ქართულ-რუსული დამალული ურთიერთობების შესახებ, კიდევ უფრო სკანდალური დეტალები მოიპოვა.
საუბარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ოპერატიული ცნობაზე, რომელიც 2018 წლით თარიღდება. საიდუმლო დოკუმენტით დგინდება, რომ აბაშიძე მოსკოვში კარასინთან საიდუმლოდაც ჩადის. საიდუმლო ფაილებით დგინდება, რომ ზურაბ აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს სთხოვს, არ გამოაქვეყნოს კრიტიკული განცხადება პუტინზე.
სუს-ის ფაილებში წერია, ისიც რომ აბაშიძესთან ერთად მოსკოვში ხშირად დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილიც ჩადის. ეს უკანასკნელი კი სუს-ის ფაილების თანახმად, სუკის აგენტია და აბაშიძე- კარასინის შეხვედრებსაც ესწრება. სუს-ის ფაილების თანახმად, 64 წლის სასულიერი პირი, რუსეთის აგენტი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან იყო.
სუს-იდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მღვდელი რუსეთიდან დიდ ფულს იღებს. საიდუმლო ფაილებში წერია, რომ ამ თანხას, ქართველ სასულიერო პირს, პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები ურიცხავენ, საუბარია ხან 50 ათას ევროზე, ხან 25 ათასზე, თუმცა ფულს სხვა სასულიერო პირის, მამა სერაფიმე ჩეკურიშვილის სახელზე არიცხინებს, შემდეგ კი ართმევს და სახლში ინახავს.
ჩანაწერებით დგინდება ისიც, რომ მღვდელი რომელიც, ზურაბ აბაშიძესთან ერთად კარასინის კარზე ხშირად ჩადის, პუტინთან, მედვედევთან, ვაროვთანაც მჭიდრო კონტაქტებს დამყარებას ცდილობს.
სუს-ში გიორგი ხარაზიშვილზე მთელი ტომებია, სადაც წერია, რომ ის დასცინის საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ერჩის მეუფე შიოს, ატყუებს მღვდლებს, მთავრობას და შეთხზული ამბებით, ცდილობს, ერთმანეთს დააპირისპიროს პატრიარქის ძმიშივლი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი და ფოთელი ეპისკოპოსი გრიგოლი.
მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, გიორგი ხარაზიშვილმა მიხეილ ხუბუტიას, ათასობით დოლარი, თაღლითური გზით, სანდო პირის ანგარიშზე ჩაარიცხინა.
სუს-ის ოპერატიულ ცნობებში შევარდნაძის მთავრობის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვარდკო ნადიბაიძეზე ჩანაწერიც აღმოჩნდა, სადაც ის უკვე ივანიშვილის მმართველობის დროს, საქართველოს ხელისუფლებასა და ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის ცდილობს შუამავალი იყოს.
სუს-ის ჩანაწერების თანახმად, "ა/წ 8 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თადარიგის გენერალმა ვარდიკო ნადიბაიძემ სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილს აცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომლებსაც განუცხადა, რომ `რუსეთის ფედერაციასთან ომი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და უმჯობესი იქნება საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება”. ვ. ნადიბაიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ არ გაიმეორებენ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს და არ დაუშვებენ პროვოკაციებს".
სუსი ასევე წერს, რომ დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის დახმარებით ვარდიკო ნადიბაიძე ცდილობდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, რომ რუსული გზავნილები გადაეცა.
ნახეთ, მაკა ჩიხლაძის ჟირნალისტური გამოძიება