ქორწილის კორტეჟი ავარიაში მოყვა - დაშავებულია 6 პირი
ავარია ახალქალაქი-არაგვას გზაზე - ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
თავდაპირველად ყველა მათგანი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ოთხი მათგანის თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა, რადგან მათი მდგომარეობა მძიმეა.