ლოცვა იძულებით - წმინდა ნინოს პანსიონატის აღსაზრდელებს ივანიშვილისთვის ლოცვას ავალებდნენ
ბიძინა, ბერა, ეკა ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი ვოლსკი - წმინდა ნინოს პანსიონატის აღსაზრდელებს ივანიშვილის ოჯახისთვის ლოცვას ავალებდნენ.
საპატრიარქოს ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ სიაში ვისთვისაც, ბენეფიციარებს უნდა ელოცათ მხოლოდ ივანიშვილი არ ყოფილა, ითხოვდნენ ლოცვას მოქმედი პრემიერის, სალომე ზურაბიშვილისთვის და მეუფის ვალების დასაფარადაც კი.
"ვკითხულობდით დაუჯდომლებს, ბოლოს ეს რომ დამთავრდებოდა, იყო მოსახსენიებელი: ჩვენც ვიყავით ამ მოსახსენებელში, მაგრამ პირველები იყვნენ ბიძინა თავისი ოჯახით, ვოლსკიც კი ეწერა"- აცხადებს რესპოდეტი.
ირკვევა, რომ მასწავლებლები ორ საათში ერთხელ იცვლებოდნენ და ლოცულობდნენ, როცა პედაგოგები იღლებოდნენ ან უბრალოდ კითხვა ბეზრდებოდათ ლოცვების წიგნს მოსახსენებლთან ერთად ბენეფიციარებს გადასცემდნენ და მათ უნდა აღესრულებიათ უწყვეტი ლოცვის ციკლი.
რა ხდება ახლა წმინდა ნინოს პანსიონატში, სადაც დაჩოქილ ბავშვებზე ძალადობდნენ - ნახეთ რა გამოიიეს და დასაჯეს თუ არა ვინმე 2 წლის თავზე?