არ მეგულება საქართველოში მეორე ადამიანი, ვის გამოც მსოფლიო ასეთ ხმაურს ატეხდა - ალასანია სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამის შესახებ გიული ალასანიამ დღეს "ვივა-მედიდან" გამოსვლისას განაცხადა.
საშინელი მდგომარეობაა, ჯანმრთელლობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი. ადამიანი აღარ არსებობს. სარის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს. ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველ დილით მომაქვს, - თქვა ალასანიამ
მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ საქართველოში არ ეგულება სააკაშვილის მსგავსი მეორე ადამიანი, რომელზეც შეიძლება მსოფლიოს ასეთი განგაშის სიგნალი ჩაერთო.
ევროსაბჭო მიიღო რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო, საგანგებო სხდომა ჩატარდა, აპირებენ, რომ კიდებ მიიღონ რეზოლუცია, უკრაინის რადა იღებს რეზოლუციას, არის სამიტი, სადაც მუდმივად არის ჩემს შვილზე ლაპარაკი, გაზეთი არარ დარჩა, უცხოური ცნობილი გაზეთი და ჟურნალი, სადაც არ იყოს ინფორმაცია ჩემს შილზე. მე არ ვიცი მეტი რაღა უნდა იყოს. მე არ მეგულება მეორე ასეთი ადამიანი საქართველოში, რომელზეც შეიძლებოდა ასეთი ხმაური ატეხილიყო, - თქვა ალასანიამ.