სააკაშვილის წამების და მოკვლის უფლება არ გვაქვს - მარგველაშვილი "Deutche Welle"-თან

05.02.23 11:39
სააკაშვილის წამების და მოკვლის უფლება არ გვაქვს - მარგველაშვილი "Deutche Welle"-თან

სააკაშვილის წამების და მოკვლის უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა "Deutche Welle"-თან განახადა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა და ნორამლური მოპყრობა აუცილებელია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნის ეროვნული იდენტობისთვისაც. 

რამდენიმე კომპეტენტური დამოუკიდებელი კომისია, მათ შორის, აშშ, აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ყველამ განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. პრობლემები, რომლებიც ვერ გადაიჭრება, თუ ის დარჩება პატიმრობაში. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ მას სხეულში აქვს მეტალები, რაც აჩვენებს, რომ ის შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო. ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ციხიდან გაყვანის და ნორმალური მოპყრობის აუცილებლობას. მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის დეტალებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცეები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ ის პოლიტიკურად თუ არა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი ზიანი ჩვენი ეროვნული იდენტობის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა რუსული აგრესია, ახალი აგრესიული პოლიტიკით, რომელიც პუტინმა, ძირიტადად, 2007 წელს გამოაცხადა, ჩვენ ვიყავით პირველი მსხვერპლი. სააკაშვილი პუტინის აგრესიას დაუდგა, ახლა კი, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო, - თქვა მარგველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები