ხაბეიშვილი ენმ-ს დღეს ოფიციალურად გადაიბარებს - პარტიაში ყრილობაა ჩანიშნული

05.02.23 11:51
ხაბეიშვილი ენმ-ს დღეს ოფიციალურად გადაიბარებს - პარტიაში ყრილობაა ჩანიშნული

ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს ოფიციალურად გადაიბარებს. პარტია ყრილობისთვის უკვე ემზადება. დიდი შეკრება ენმ-ში 17:00 საათზე ჩანიშნული. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ახალ თავმჯდომარეს ოფიციალურად დაამტკიცებენ, ლევან ხაბეიშვილი შეკრებილებს და ამომრჩეველს სიტყვით მიმართავს და საკუტარ ხედვებს და გეგმებს გააცნობს. 

სწორედ დღევანდელი ყრილობაზე გაირკვევა ისიც, ვისით დააკომპლექტებს ხაბეიშვილი იმ თანამდებობებს, რომელიც ნიკა მელიას ფლანგის წარნმომადგენლებმა დატოვეს. 

დღეს 17:00 საათზე გაიმაღთება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, რომელიც იქნება ტექნიკური ხასიათის და ჩატარდება მოკრძალებულად. დღის წესრიგშია პარტიის თავმჯდომარის დამტკიცება და სხვა მიმდინარე საკითხები, რომ პარტიას არ შეექმნას ბიუროკრატიული პრობლემა. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესია  და ყევლა ველდობით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვინ მოვა ყრილობაზე, თავად წყვეტენ, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

მივა თუ არა ნიკა მელიას ფლანგი დღევანდელ შეკრებაზე, ჯერჯერობით უცნობია.  

მსგავსი სიახლეები