რა დავალებებს იღებდა აბაშიძე მოსკოვიდან - პრემიერს წარმომადგენელს პარლამენტში იბარებენ

05.02.23 13:07
რა დავალებებს იღებდა აბაშიძე მოსკოვიდან - პრემიერს წარმომადგენელს პარლამენტში იბარებენ

საქართველოს ხელისუფლების საიდუმლო ვიზიტები მოსკოვში - ზურაბ აბაშიძეს განმარტებებისთვის პარლამენტში იბარებენ. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან უერთიერთობების საკითხებში უნდა ახსნას, რა დავალებებს იღებს რუსეთის მაღალჩინოსნებისგან. 

"ნოდარ მელაძის შაბათში" გასაჯაროვებეული მტკიცებულებების შემდეგ ოპოზიციას აინტერსებს, ბოლოს როდის იყო აბაშიძე მოსკოვში და ვისი დავალებით. თბილისში ეჭვობენ, რომ ივანიშვილის შუამავალი პუტინთან სწორედ აბაშიძეა. 

ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები საფრთხის შემცველია. 

ეს უკვე გასაკვირი არარ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი შეხვედრები ხდება ოფიციალური ფორმატის გვერდის ავლით, ეს, ჯერ ერთი, არასწორია, საფრთხის შემცველია და რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს განმარტებებსი გაკეთება და არა მხოლოდ საზოგადოებამ ჩემი აზრით, პარლამენტმა უნდა მოითხოვოს შესაბამის კომიტეტზე... შეიძლება ქართული საზოგაოდების ზურგს უკან ხდება ისთი შეთანხმებები ან სიეთი საკითხების განხილვა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, - სტატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე  გიორგი რუხაძე.

 

მსგავსი სიახლეები