სააკაშვილის ციხეში დატოვების შემთხვევაში, ოჯახი საჩივრით სტრასბურგს მიმართავს

05.02.23 13:24
სააკაშვილის ციხეში დატოვების შემთხვევაში, ოჯახი საჩივრით სტრასბურგს მიმართავს

თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სამართალს ვერ იპოვის, მესამე პრეზიდენტის საქმე სტრასბურგში წავა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილს ხვალ ციხეში დატოვებს, სარჩელი ევროსასამართლოში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ავრცელებს.

ალასანიამ პატიმარი პრეზიდენტი "ვივა-მედში" ცოტა ხნის წინ მოინახულა.

ბოლო 24 საათში ჰქონდა სიცხე 38, შემდეგ დაუწიეს, მისცეს წამლები, ძალიან სუსტად ვარო... რა არის გასაკვირი, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ მოწამლულია და მძმე მეტალები არის ორგანიზმში, გარდა ამისა, ადამიანს წლიეწადი და 6 თვეა ჟანგბადი არ აქვს, ცა არ დაუნახია, მზე არ დაუნახია. ზუსტად იგივე მოვიტანე, რაც ყოველდღე მომაქვს. თვითინ თქვა, რომ იქნებს ეს ხვალ. რასაც მეუბნება ის მომქავს ხოლმე. რაღაცას ნაწილს შეჭამს ხოლმე, მერე გადაწვება ხოლმე, უჭირს მიღება. ვერაფერს ვერ ვიტყვი ექიმებზე კარგის მეტს, ექთენბზე მადლობის მეტი არაფერი მეთქმით, მაგრამ ზევიდან არის ძალიან არაადექვატური დამოკიდებულება. რაც შეეხება გადაწყვეტულებას, არსებობს კიდევ სტრასბურგი, ჩვენ ვაპირებთ ვიმოძრაოთ, - თქვა ალასანიამ. 

 

მსგავსი სიახლეები