როგორ გადაანაწილებს ხაბეიშვილი პარტიაში თანამდებობებს - "პირველებმა" დეტალები გაარკვია

05.02.23 13:52
როგორ გადაანაწილებს ხაბეიშვილი პარტიაში თანამდებობებს - "პირველებმა" დეტალები გაარკვია

ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" თანამდებობების განაწილების პროცესი დაიწყო. ახალმა თავმჯდომარემ პარტიული სამსახურები და რეგიონული ორგანიზაციები უნდა დააკომპლექტოს.

პარტიაში დაწინაურებულებზე წინასწარ ინფორმაციას არ ამხელენ, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ენმ-ში საგარეო მიმართულების კურატორი ლაშა ფარულავა იქნება. გენდმივდნობიდან ნიეკა მელიას გადაყენებულ პეტრე ცისკარიშვილს ხაბეიშვილი უკან პოსტზე  აბრუნებს.  

ნიკა მელაის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ახლა ყრილობის დრო არ იყო, რადგან ჯერ მიხეილ სააკაშვილის საკიტხია მოსაგვარებელი. 

ყრილობების და ა.შ. დრო ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გავქვს, რადგან გაცულებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ და აქედან გამომდინარე, მე პირადა, ნამდვილად არ ავპირებ დასწრებას აღნიშნულ ყრილობაზე. არ ვართ დავალებებს მიჩვეული, ჩვენ არავინ არაფერს გვაიძულებს, რომ ან დავესწროთ ან არ დავესწროთ,  ვისაც სურვილი აქვს, დაესწრება. ნამდვილად არ ვიცი პოლიტსაბწოს ახალი თვამჯდომარე ვინუნდა იყოს. როგორც კამპანიის პერიოდში ლევან ხაბეიშვილმა თქვა, ჩვენ ვიცით, რომ გენმდივანი უნდა იყოს პეტრე ცისკარიშვილი, რასაც მე , პირადად, მივესალმები, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

რაც შეეხება გიორგი მუმლაძის ფლანგს, ისინი ლევან ხაბეიშვილს სრულ ტანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ.

მე მოვუწოდებდი ყველას, რომ გავერთიანდეთ ბატონი ლევანის ირგვლივ ყველა, რადგან დრეს ამ ქვეყანაში არა რის ოპოზიციის ოპოზიციონერობის დრო, დღეს არის ყველას გაერთიანების დრო. მიხეილ სააკაშვილის გვყავს, პირველ რიგშ, გასათავისუფლებელი, საქართველო გვყავს გასათავისუფლებული, - ამბობს ნიკა ნარსია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუსტად 17:00 საათზე ლევან ხაბეიშილს დღეს ენმ-ს თავმდჯომარედ ოფიციალურად დაამტკიცებენ. 

მსგავსი სიახლეები