ოპოზიციაშიც ერთიანობა უნდა იყოს... ეს მწყინს - ნიკოლოზ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მოსამართლე გიორგი არევაძის ვერდიქტის მოლოდინშია. მესამე პრეზიდენტის მამა მოსამართლე არევაძეს ურჩევს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლოს.
ამასთან ნიკოლოზ სააკაშვილი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ ენმ-სა და სრულიად ოპოზიციაში ერთიანობა არ არის.
ცირკად აქციეს სასამართლოები. როგორც წაიყვანა არევაძემ საქმე და როგორც ყველას ყველაფერი მოუთმინა და ლამის კვერი დაუკრა, უკვე რაღაცეებში ეჭვი შემაპარა. მე, მაგალითად, რომ ვიყო მის ადგილზე, მე ვამჯობინებდი გაკრვეული კარიერის დაკარგვას, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რაც ხელისუფალს, რომელიც ჩემზე ზეგავლებას ახდენს და გავლენა ძალიან დიდია, იმის გვერდის ავლას და გამოვაცხადებდი იმას, რაც საჭიროა. რასაკვირველია, სტრასბურგში წასვლა არ შეიძლებოდა, სანამ არ გავიგებდით და არ გავოგებთ ამ სამართლებრივი სფეროს დამოკიდებულებას და შემდეგ უდნა წავიდეს სასწრაფო წესით სტრასბურგში და სტრასბურგში დადებითი შედეგი იქნება და სტრასბურგის პარალელურად, გაზირდება ზეწოლა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ნორმალურ სიტუაციაში მოსამართლემ უნდა დარბაზიდან გაუშვას მიშა სააკაშვილი. მისა, ადამიანს, რომელმაც შექმნა სახელმწიფოებრიობა, შექმნა სიმბოლიკა, შექმნა ჯარი, ამ დროს, როდესაც ასეთი კაცია დასახსნელი, შინაურშიც უნდა იყოს ერთიანობა. ეს მწყინს. არის მე იქით, შენ აქეთ...შენ ეს გინდა, მე ეს არ მინდა. ენმ-შიც და ნებსმიერ ოოპოზიციაშიც. აქედან არ წამოიშვა ყველა? ახლა გაბრდაზდა ყველა? ვითომ ყველას პირველობა უნდა..., - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.