როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი - რას ამბობს სააკაშვილის ადვოკატი

05.02.23 15:30
როგორი იქნება მოსამართლის ვერდიქტი - რას ამბობს სააკაშვილის ადვოკატი

გადამწყვეტ პროცესამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობდა და ეს ყველასთვის ნათელი იყო.

ვალერი გელბახიანის თქმით, ის, რომ პატიმარ პრეზიდენტს კახექსია აქვს, ვერც პენიტენციური უარყოფს, თუმცა გამორიცხული არ არის, მოსამართლემ კანონში რაიმე ხვრელი მაინც მოძებნოს.  

მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვხედავდით პირდაპირ შეტევებს პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე, რომ სასამართლო მოხვედრილიყო გავლენის ქვეშ, რომ სააკაშვილის საკითხი არ გადაეწყვიტა. ამის მოწმეები ვიყავით ყველანი. იმაზე ვერ იტყვის უარს, რომ სააკაშვილი არ არის მძიმე ავადმყოფი, ვინაიდან ეს პენიტენციურის ექსპერტებმაც დაადასტურეს. კახექსიაზე ვერავინ უარს ვერ ამბობს. ისინი რასაც აქარწყლებენ ვითომ, თავისი მოსაზრებით, ეს არის დემენცია და მოწამვლა, დანარჩენზე ისინი უარს ვერ ამბობენ. სასამართლო რაზე გააკეთესბ აქცენტს იცით? ამ მუხლში არის მეორე ნაწილი, სადაც წერია, რომ სასამართლოო, გარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზი დასვნის, ასევე ითვალისწინებს სხვა გარემოებებსო. კერძოდ, რა დანაშაული აქვს ჩადენილი მსჯავრდებულს,  არის თუ არა ეს დანაშაული საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელი დღესაც. წარმოიდგინეთ, ეს ფაქტორები შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, - თქვა გელბახიანმა. 

მსგავსი სიახლეები