ენმ-ში ყრილობა იწყება - ვინ დაესწრება ახალი თავმჯდომარის დამტკიცების პროცესს

05.02.23 17:08
ენმ-ში ყრილობა იწყება - ვინ დაესწრება ახალი თავმჯდომარის დამტკიცების პროცესს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარტიის ახალი თავმჯდომარეს ამტკიცებენ. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ყრილობა ამ წუთებში იწყება. ადგილზე ჯერ არ გამოჩენილა ნიკა მელია. ერთადერთი ვინც  მელიას ფლანგიდან ყრილობაზე ჯერჯერობით მივიდა, ხატია დეკანოიძეა. 

წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და გიიგი უგულავაც გამოჩდნენ. 

თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ ლევან ხაბეიშვილი სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს. საკითხი, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება. 

დღევანდელი ყრილობა არის არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის, არამედ სამართლებრივი ხასიათის, რომლითაც უკვე ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს ელექტრონულად არჩეული თავმდჯომარე, ამ შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილი. რაც შეეხება იმ პოზიციებს, რომლებიც დატოვეს გარკვეულმა ადამიანებმა, ეს არის სამდივნოს პოზიციები, როემლსაც შემდეგ უკვე ყრილობის მერე არჩეული თავმდჯომარე სამდივნოს დაამტკიცებს გენერალური მდივნის წარდგინებით,- თქვა გიორგი ბოტკოველმა. 

მსგავსი სიახლეები