პრემიერმა უნდა უპასუხოს, რა მიზნით აგზავნის წარმომადგენელს კარასინთან სასაუბროდ - აქუბარდია

05.02.23 17:44
პრემიერმა უნდა უპასუხოს, რა მიზნით აგზავნის წარმომადგენელს კარასინთან სასაუბროდ - აქუბარდია

ზურაბ აბაშიძის არაფორმალური შეხვედრები მოსკოვში - პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია კითხვებზე პასუხების გაცემას პრემიერგსნა ითხოვს. მისი თქმით, პარლამენტში არა აბაშიძე, არამედ ირაკლი ღარიბაშილი უნდა იქნეს დაბარებული.

პარლამენტის წევრს აინტერესებს, რაზე ესაუბრებოდა პრემიერის წარმომადგენელი რუსეთის მარალჩინოსნებს.

ვარჩევდი პრემიერის დაბარებას ინტერპელაციის წესით და ამასვე ვურჩევდი მათ შორის, ჩემს კოლეგებს, იმიტომ, რომ ბატონი აბაშიძე არის პრემიერის წარმომადგენელი და შესაბამისად, პრემიერმა უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი თუ რა მისიით აგზავნის მის წარმომადგენელს კარასინთან სასაუბროდ და რატომ აქვს ადგილი, მათ შორის, არაფორმალურ შეხვედრებს და ხომ არ განიხილება ამ არაფორმალურ შეხვედრებზე ის საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგება ფორმალური შეხვედრების დროს, - ამბობს აქუბარდია.

მსგავსი სიახლეები