რა მისიით გააგზავნეს ზურაბ აბაშიძე მოსკოვში - პრემიერს პარლამენტში იბარებენ
ვინ გააგზავნა და რა მისიით რუსეთში ზურაბ აბაშიძე? - მთავარ კითხვაზე პასუხის მოსაფიქრებლად საქართველოს პრემიერსს სამი კვირა აქვს. 24 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებენ. თემა - რუსეთთან ფარული თანამშრომლობა, რისკები და ეროვნული უსაფრთხოებაა.
მთავრობამ უნდა განმარტოს, გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, რისთვის დადიოდა პრემიერის სპეცწარმომადგენელი ოკუპანტ ქვეყანაში და რაზე ვაჭრობს მოსკოვი თბილისთან არაფორმალურ შეხვედრებზე?
რუსეთის დედაქალაქში გამართული საიდუმლო შეხვედრების ამბავს ფარდა "შაბათის ეთერმა" ახადა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მტკიცებულებებით თქვეს, რომ ივანიშვილის სანდო და უცვლელი კადრი ზურაბ აბაშიძე მოსკოვში გრიგორი კარასინთან შეხვედრებს სამების დეკანოზთან ერთად მართავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაცულია ოპერატიული ცნობა, სადაც შავით თეთრრრზე წერია, რომ მღვდელი გიორგი ხარაზიშვილი რუსეთის აგენტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო.
უფრო ვრცლად რუსეთთან ფარული შეხვედრების შესახებ ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.