სააკაშვილი ვერდიქტის მოლოდინში - ხვალ მესამე პრეზიდენტის დასკვნითი პროცესი გაიმართება
ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - მიხეილ სააკაშვილის გადამწყვეტი სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. მოსამართლე არევაძემ უნდა თქვას, მისცემს თუ არა პატიმარ პრეზიდენტს სიცოცხლის უფლებას და გაათვაისუფლებს თუ არა სასჯელისგან.
მძიმე მეტალებით მოწამლულ საქართველოს მესამე პრეზიდენტსს 14 დიაგნოზი აქვს დასმული, 9 მძიმეა, მათ შორისაა დემენცია და კახექსია. ეს ორი კი სასჯელის გადა-ვადების საფუძველია.
დასკვნითი სხდომა ხვალ პრეზიდენტის ადვოკატის ბოლო სიტყვით გაიხსნება.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.