პარლამენტის წევრები დღეს საჯაროდ აიცრებიან
დღეს, პარლამენტის წევრები კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ. ისინი 13:00 საათზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრებიან.
პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება 4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.