6 საათი გადამწყვეტ პროცესამდე - სააკაშვილის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღესვე გამოცხადდეს
6 საათი გადამწყვეტ პროცესამდე - დღეს შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს. მესამე პრეზიდენთან ამ წუთებში სამართლებრივი კონსულტაცია მიმდინარეობს. შალვა ხაჭაპურიძე ითხოვს, მოსამართლემ ბოლო სხდომა "ვივა- მედის" კლინიკაში ჩაატაროს და პაციენტის მდგომარეობა საკუთარი თვალით ნახოს.
რა ვერდიქტს გამოიტანს მოსამართლე ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში ევროპის რამდენიმე სახელმწიფო მზადაა, სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზვნოს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა უზრუნველყოს.
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნახოს პირადად სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, მას უნდა, რომ ან თამარ დავარაშვილი ან ზურაბ ჩხაიძე იქნეს გამოკითხული სასამართლო პროცესზე, იმიტომ, რომ მეორე მხარემ, მოგეხსენებათ, მოხსნა მათი მთავარი მოწმეები. ექიმი, ომელიც უნდა მოსულიყო და ეთქვა, როგორია სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. წარმოდგენილია ჩენი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და მეორე მხრიდან არავინ არ არის, იმიტომ, რომ ქალბატონმა ნინო ნადირაძემ თქვა, რომ არის მენეჯერი და ავადმყოფის ისტორიაში რა წერია, ეს დეტალები მისთის ცნობილი არ არის. ვნახოთ, დანარჩენი... უნდა იცოდეს სასამაღთლომ, რომ ადმაიანის ბედი წყდება და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში როგორ წავა მოვლენები, ამის ბედი წყდება დღეს. მას შეუძლია რამდენიმე წუთში დატოვოს ციხეთა სისტემა. პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესის დაცვით. პოლონეთი გამოუშვებს თითმფრინავს და მერე გადაწყვდება, რომელ ქვეყანაშ იქნება გადაყვანილი. ალბათ უფრო გერმანიაში, - თქვა ხაჭაპურიძემ.