მოსამართლე არევაძეს აქვს ყველა მტკიცებულება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს - ჯიშკარიანი
მოსამართლეს აქვს ყველა მტკიცებულება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი საუბრობს.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გიორგი არევაძეს ხელთ 17 ექსპერტის დაწერილი უტყუარი დასკვნა აქვს, რაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საფუძველი უნდა გახდეს.
მათი ჩვენებებიდან ნათელი გახდა, რომ სამხარაულის დასკვნა არის არასარწმუნო და არაუტყუარი და იუსტიციის მინისტრი ამ მიმართულებით იტყუებოდა, ხოლო რაც შეეხება ქალბატონი ნინო ნადირაძის გამოკითხვას, მან მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებითი რამ დაადასტურა, ეს გახლავთ კახექსია. მისი არგუმენტი „არ ჭამსს“ თაობაზე, გათვალისწინებული ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. რაც შეეხება ცენტრ „ემპათიის“ დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს 7 საერთაშორისო ექსპერტი, და ახლა თქვენ იცით, რომ ჟენევიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სრულიად იზიარებს „ემპათიის“ დასკვნაში არსებულ დიაგნოზებს და ეს 17 ექსპერტით დადასტურებული დასკვნა, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისად, მოსამართლეს აქვს ყველა მტკიცებულება, რათა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, - თქვა ჯიშკარიანმა.