საქალაქო სასამართლოში გოგაშვილის პროცესი იმართება - ჩვენებას სუსის თანამშრომლები მისცემენ

06.02.23 11:47
საქალაქო სასამართლოში გოგაშვილის პროცესი იმართება - ჩვენებას სუსის თანამშრომლები მისცემენ

საქალაქო სასამართლო სოსო გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობას განაგრძობს. დღეს მოსამართლე სუსის იმ თანამშრომლებს  მოუსმენს, რომლებიც ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდნენ.  პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო.

სხდომას  სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ყოფილი ბოსიც ესწრება.

იმედია, დღეს მოგვცემს მოსამართლე საშუალებას, რომ რამდენიმე წამით მამაჩემი ვნახოთ, რადგან წინა პროცესებზე არ მოგვცეს საშუალება და იმ იმედით მოვდივართ ხოლმე, რომ აქ მაინც დავინახავთ მამაჩემს, ვინაიდან შეხვედრის უფლებას კიდევ არ გვაძლევენ უკვე ნახევარი წელია. დაახლოებით 16 აპრილამდე უნდა დასრულეს მთლიანად საგამოძიებო პროცესი და 16 აპრილამდე უნდა შევიტყოთ გამოძიებამ მოასწრო თუ არა იმის დამტკიცება, რომ მამაჩემი არის დამნაშავე  ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც აქვს მას დღეს წაყენებული, 5 ბრალი აქვს წაყენებული. ამის დამტკიცებას თუ ვერ შეძლებენ უკვე 9 თვის შემდეგ, მამაჩემი უნდა გათავისუფლდეს, - ამბოლბს ნინო გოგაშვილი.  

რა ინფორმაციას მიაწვდიან დღეს დაბარებული მოწმეების სასამართლოს, ცნობილი ცოტა ხანშ გახდება.  

მსგავსი სიახლეები