ვინ გახდება საქართველოს ახალი ომბუდსმენი - პარლამენტში კონსულტაციების მორიგი რაუნდი იწყება

06.02.23 11:47
ვინ გახდება საქართველოს ახალი ომბუდსმენი - პარლამენტში კონსულტაციების მორიგი რაუნდი იწყება

პარლამენტში კონსულტაციების ახალი რაუნდი იწყება. საგაზაფხულო სესია პარლამენტში ხვალ იხსნება. ზამთრის არდადეგებიდან დაბრუნებულმა დეპუტატებმა კი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მსჯელობა უნდა დაიწყონ.

ქვეყანას უკვე ორი თვეა, ომბუდსმენი არ ჰყავს. სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციაა - სახალხო დამცველი ობიექტური და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ წინ არჩევნებია და ხელისუფლება არ მისცემს საშუალებას ოპონენტებს, სახალხო დამცველი კონსესუსით აირჩიონ.

,,ოცნების" მიზანია, ჰყავდეს თავისთვის კომფორტული სახალხო დამცველი, განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების კონტექსტში. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება კოპრომისზე წავა, არ გამაჩნია.

უმნიშვნელოვანესი პუნქტები და ძირითად ნაწილი ჯერ შეუსრულებელია. ომბუდსმენის არჩევა იქნება ამ სასესიო პერიოდში უმნიშვნელოვანესად შესასრულებელი ამოცანა, რადგან უნდა გვესმოდეს, დღეს თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, სხვა დროს ამის შესაძლებლობა შეიძლება, არარ გვქონდეს. - აცხადებს მიხეილ დაუშვიული, გახარიას გუნდის წევრი.

საგაზაფხულო სესიას პარლამენტი შეუსრულებელი ვალდებულებებით ხვდება, მათ შორის, ომბუდსმენის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. 

მსგავსი სიახლეები