დღეს მოსამართლე არჩევანს გააკეთებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის - გიული ალასანია

06.02.23 13:14
დღეს მოსამართლე არჩევანს გააკეთებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის  - გიული ალასანია

მოსამართლემ დღეს არჩევანი  სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის უნდა გააკეთოს - ეს განცხადება კლინიკა ,,ვივა მედთან" პრეზიდეტის დედამ გააკეთა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც გიული ალასანიამ პალატის დატოვების შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, მას დღევანდელი პროცესის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, მაგრამ საქმის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში სტარსგურგს მიმართავს.

მდგომარეობა რთულია, ძალიან სუსტად არის. რაც შეეხება სასამართლო პროცესზე მოლოდინებს, არაფერი ვიცი.

იმედი მაქვს, რომ იქნება დადებითი. ღმერთმა ნუ ქნას, ეს იყოს უარყოფითი განაჩენი, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ინტერესებში იქნება ეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში სტრასბურგში ვაპირებთ მაშინვე წაღებას საქმის. 

დღეს მოსამართლე გიორგი არევაძე არჩევანს გააკეთებს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. დღევანდელი დღე ქვეყნისა და სასამართლოსთვის არის გამოცდა.  - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღეს 17 საათზე თბილისის საქალქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს-  დატოვებს თუ არა პატიმრობაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.  

მსგავსი სიახლეები