საქართველო თურქეთში მაშველებს აგზავნის

06.02.23 13:18
საქართველო თურქეთში მაშველებს აგზავნის

პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო ღონისძიებებისთვის შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის

საქართველო თურქეთში მაშველებს აგზავნის - შესაბამისი განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.  

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს დილით მოხდა.

მსგავსი სიახლეები