,,ოცნებამ" ახლა მაინც უნდა დაინახოს საფრთხე და კომპრომისზე წავიდეს - სამნიძე ომბუდსმენის არჩევაზე
პარლამენტიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხდება. დახურულ კარს მიღმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ მსჯელობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი ომბუდსმენობის არჩევაცაა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება, ქვეყანას დამოუკიდებელი სახალხო დამცველი ჰყავდეს.
,,ქართულ ოცნებას" როგორც აქამდე არ უნდოდა, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო ომბუდსმენის ინსტიტუტი, ისე არ უნდა ახლაც.
უბრალოდ, 12 პუნქტი გვაიძულებს, რომ შევთანხმდეთ. ,,ოცნებემ" მეორე წრეზე მაინც უნდა დაინახოს რეალობა და საფრთხე, რომ შეძლოს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმება.
შერჩევა იქნება ძველი წესით. უნდა შევთანხმდეთ კანდიდატზე ერთობლივად და ვიმსჯელოთ. ვვარაუდობ, რომ პროცესი ასე წარიმართება. - ამბობს ,,რეპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე.