ივანიშვილმა დავით გარეჯი გაყიდა - ნათელაშვილის საგანგებო ბრიფინგი

06.02.23 14:09
ივანიშვილმა დავით გარეჯი გაყიდა - ნათელაშვილის საგანგებო ბრიფინგი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილის ივანიშვილის ხელისუფლებას დავით გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

ნათელაშვილის თქმით, დავით გარეჯის ანექსია სწორედ მუხრანში  ივანიშვილ-ალიევის ცნობილი საიდუმლო შეხვედრის შემდეგ დაჩქარდა.

მუხრანში ივანიშვილ-ალიევის ცნობილი საიდუმლო შეხვედრის შემდეგ დაჩქარდა დავით გარეჯის ანექსია და მითვისების პროცესი. იქამდე მივიდა საქმე, რომ დღეს იქ მიმდინარეობს აზერბაიჯანული ხმარის მიერ მასობრივი არქეოლოგიური გათხრები, გადააქვთ არტეფაქტები გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო ყველაზე მაღალ მწვერვალს გარეჯის ტერიტორიაზე უწოდეს ილჰამ ალიევის სახელი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ქართული ქრისატიანული ძეგლი ივანიშვილის რეჟიმმა გაყიდა საკუთარ მილიარდიან ბიზნესინტერესებს. ჩვენ იძულებულები ვართ მივმართოთ იუნესკოს რათა გამოყოს კომისია და შეამოწმოს ადგილზე ძეგლის მდგომარეობა, რომელიც, პრეაქტიკულად, დაექვემდებარა გენოციდს და განადგურებას. ასევე დავიწყებთ აქტიურ მიმართვებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამის ყურება არ შეიძლება, რადგან ნაპოლეონის სინდრომით შეპყრობილი, ბონაპარტეს პროვოკაცია ალიევი, წარმატებებით რასაც მიაღწია ყარაბაღში, თავბრუდახვეულია და იქცა რეგიონის  პატარა ჰიტლერად, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები