ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - პრემიერი

06.02.23 14:19
ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - პრემიერი

მთავრობა აქტიურად მუშაობს თბილისის აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში დაგეგმილ მსხილ პროექტებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში"- თქვა მან. 

ღარიბაშვილის თქმით, მეორე ეტაპზე დაიგეგმება ბათუმის აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება: 

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ახლა აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები