,,ოცნების" გათვლაა, რომ სააკაშვილი მოკვდეს, ამას არ დავუშვებთ - დიმიტრი შაშკინი
ორი საათი მიხეილ სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე. დასკვნითი სხდომის პარალელურად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან.
ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებაზე ზეწოლა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვა.
ივანიშვილი და ,,ქართული ოცნება" ერთადერთს, რასაც უწევენ ანგარიშს, ეს არის ხალხის ძალა. ანუ თუ ხალხი აჩვენებს თავის ძალას, მაშინ ივანიშვილი უკან დაიხევს.
ერთადერთი ჩვენი რესურსი არის ის, რომ ხალხი არ შეეგუება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას, საავადმყოფოში ყოფნას, სადაც მას კლავენ.
,,ქართული ოცნების" გათვლა არის, რომ სააკაშვილი ამ საავადმყოფოში მოკვდეს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
მეორე არის საერთაშორისო ზეწოლა ივანიშვილსა და ,,ოცნებაზე" იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ - აცხადებს დიმიტრი საშკინი.
უცხოელი და ქართველი ექსსპერტების დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განკურნება ციხეთა სისტემაში შეუძ-ლებელია. მას 14 დიაგნოზი აქვს დასმული, მათ შორის: დემენცია, კახექსია და მალაფსორცია.
აღნიშნული დაავადებები კი სასჯელის გადავადების საფუძველია.