ზურაბ აბაშიძის ფუნქცია სწორედ რუსეთთან კომუნიკაციაა - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმდჯომარეს ზურაბ აბაშიძის მოსკოვში ფარულად გამართულ ვიზიტები არ უკვირს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთთან კომუნიკაცია ზურაბ აბაშიძის პირდაპირი მოვალეობა და კომპეტენციაა.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ აბაშიძის პარლამენტში დაბარება ვერ მოხდება და მის ნაცვლად დეპუტატებს შეუძლიათ კიტხვები პრემიერს დაუსვან.
მისი თანამდებობაც და ფუნქციაც არის სწორედ ის, რომ არის სპეციალური წარმომადგენელი ამ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მას კომუნიკაცია აქვს შესაბამის ადამიანებთან. აქედან გამომდინარე, მისი პირდაპირი ვალდებულება და ამოცანაა კომუნიკაციის ქონა, აქედან გამომდინარე, მე საკითხი რაშ მდგომარეობს იმასაც ვერ ვხვდები. საზოგადოება ყველა საკითხთან დაკავშირებით რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას ინფორმირებულია, მთავრობის, პარლამენტის მეშვეობით. ეს არ გახლავთ ის თანამდებობის პირი, რომლის დაბარებაც შეუძლიათ დეპუტატებს. თუ რამე კითხვები აქვთ, არსებობს პრემიერ-მინისტრი, რომლის მრჩეველიც გახლავთ, არსებობს საგარეო საქმეთა მინისტრი შეუძლიათ მათ ჰკითხონ, - თქვა პაპუაშვილმა.