პოპულიზმი და ვალდებულებების თავიდან ასხლეტვის მცდელობა - ექსპერტები ღარიბაშვილის განცხადებებზე

06.02.23 15:52
პოპულიზმი და ვალდებულებების თავიდან ასხლეტვის მცდელობა - ექსპერტები ღარიბაშვილის განცხადებებზე

ეკონომიკური პოპულიზმი და ვალდებულებების თავიდან ასხლეტვის მცდელობა - ასე აფასებენ ეკონომისტები პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. 

საუბარია, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე, სადაც მთავრობის მეთაური იმპორტიორებს დაუპირისპირდა. 

იკვეთება ორი ფაქტორი - პირველი: მთავრობა წავიდა ერთგვარ ეკონომიკურ პოპულიზმზე, ვინაიდან მისი ეკონომიკური რენომე, მოსახლეობისთვის პოზიტიური არ არის და მეირე: მთავრობა ცდილობს, აისხლიტოს ვალდებულებები და ფასების ზრდა გადააბრალოს სრულად ბიზნესს, რაც თავისთავად, არასწორია, რადგან მთავრიბაა პასუხისმგებელი მონეტარულ პოლიტიკაზს, საგადასახადო პოლიტიკაზე. საქართველოში არსებული სტაბილური მონეტარული და საგადასახადო პოლიტიკის შემთხვევაში ფასები თავისთავად იქნება დასტაბილიზებული და წამოსული კლებისკენ"-  აცხადებს "ტვ პირველთან" ოთო აბესაძე. 

ნიკა შენგელია კი ამბობს, რომ მთელი პასუხისმგებლობის იმპორტიორებზე აკიდება არასამართლიანია. ექსპერტის თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკურ გუნდს უნდა გადახედოს და ნეპოტიზმით ადამიანების მიღების პრაქტიკა შეწყვიტოს: 

ის რომ პროდუქტებზე ფასების გაძვირებაზე, მთელი პასუხისმგებლობა იმპორტიორებს დაეკისროს, ვფიქრობ არასამართლიანია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკა გაზრდილია და ყველაფერი კარგადაა, ჩავიხედოთ ციფრბში. ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოში ხახვის იმპორტი. ქვეყანას, როდესაც ხახვი და სხვა ბოსტნეული ვერ მოჰყავს, იმპორტი ვერ ჩაუნაცვლებია ამკუთხით, ასეთი შედეგები იქნება. უმჯობესია, ხელისუფლებამ გადახედოს ეკონომიკურ გუნდს. დამთავრდეს იქ ნეპოტიზმით ხალხის მიყვანა, მიიყვანონ საქმიანი ადამიანები და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ყველა ის საქონელი, რაც პირველადი მოხმარებისაა, ადგილზე იყოს მოყვანილი და წარმოებული. 

  პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცებით, ხალხს პროდუქტის ყიდვა ორჯერ უფრო ძვირად უწევს. ღარიბაშვილმა განკარგულება გასცა, დაიბარონ  ყველა იმპო რტიორი და ფასების დარეგულირება დაიწყონ.  

მსგავსი სიახლეები