საკუთარ პარტიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო! -ბეჟაშვილი მელიას

06.02.23 16:14
საკუთარ პარტიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო!  -ბეჟაშვილი მელიას

საკუთარ პარტიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო იმის გამო, რომ უმრავლესობამ სხვა კანდიდატი აირჩია - ,,ერთიანი ნაციონასლური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს მიმართავს.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა მედიას განუცხადა, ნიკა მელია აუცილებლად უნდა მისულიყო პარტიის ყრილობაზე, რომელიც გუშინ გაიმართა.

პარტიის ყრილობაზე მიღებულ იქნა უპეცედენტო წესი, პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა, რომელიც ცალკეულ ოთახებში დაიწერა პირადი ნაცნობობისა და მეგობრობის გამო, ასე კი არ დაკომპლექტდეს, არამედ პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აირჩიონ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ნიკა მელია უნდა ყოფილიყო პარტიის ყრილობაზე. შენს საკუთარ პარტიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო და განაწყენებული არ უნდა იყო, თუ შენი პარტიის უმრავლესობა, 52% მხარს სხვა კანდიდატს დაუჭერს. 

გარადა მისა, ყველას მიეცემოდა საშუალება, შემოსულიყო პილიტსაბჭოში, თუ დადგებოდა ასეთი საკითხი, ყრილობა მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

ნიკა მელია პარტიის ყრილობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

,,ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა -  ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები  "მცირესა და ტექნიკურს"  უწოდებდნენ.
გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით -
განაცხადა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები