პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები მედია მენეჯერების წინააღმდეგ - GDI-მ გაეროს ანგარიში წარუდგინა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში განხილულია ის პრობლემები, რომელიც უშლის ხელს თავისუფალი მედიაგარემოსა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, ასევე, გამოკვეთილია კრიტიკული გამოცემების წინააღმდეგ ცილისწამების საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების, ან მათთან დაკავშირებული პირების, დავების წარმოების ტენდენცია.
აღსანიშნავი, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 32-მდე ასეთი დავაა წამოწყებული კრიტიკული მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიმართულია მედიის დისკრედიტაციისა და მათთვის კრიტიკული აზრის გამოთქმის ხელშეშლისკენ.
ანგარიშში ასევე ასახულია პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები მედია მენეჯერების და დამფუძნებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ნიკა გვარამიას საქმეზე.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ.