უკრაინის რადამ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო

06.02.23 16:38
უკრაინის რადამ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. უკრაინელი დეპუტატები მიმართავენ ევროკომისიას, ევროკავშირს, ევროპარლამენტს და ევროპის საპარლამენტო ასამბლეას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოხდეს.

რეზოლუციის პროექტში წერია, რომ სააკაშვილის მიმართ ირღვევა გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არადამიანური და ღირსების შემლახავი დამოკიდებულების შესახებ.

უკრაინელი დეპუტატები განცხადებების შემდეგ მოქმედებაზე გადავიდნენ. რეზოლუციის ინიციატორი უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდია, თუმცა მას მხარს სხვადასხვა პარტიის წევრებიც უჭერენ.

კანონპროექტი 3 თებერვალს პარტია ,,ხალხისა მსახურის" ლიდერმა, დეპუტატმა ელენა შულიაკმა დაარეგისტრირა.

 

მსგავსი სიახლეები