მიხეილ სააკაშვილს მაინც გავიყვანთ აქედან - შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილს მაინც გავიყვანთ აქედან მთელი მსოფლიოს დახმარებით, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს მოხდება ქართველის ხელით - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, გასვლითი სხდომის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებენ.
მთავარი აქ არის ის, რომ პროცესს წაგებული არ უნდა ჰყავდეს. პროცესი უნდა მოიგოს ორივე მხარემ - უნდა მოიგოს საქართველომ! აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც, ყველა იქნება დამარცხებული, თუ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება"- თქვა ხაჭაპურიძემ.