რა გეგმა აქვს ,,ნაცმოძრაობას"? - ლევან ხაბეიშვილი მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მივიდა
რა გეგმა აქვს პარტიას, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში გადაყვანის უფლებას არ მისცემს?
პარტიის ახალი თავმჯდომარის განმარტებით, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთის კლინიკაში გადაიყვანონ, თუმცა, ,,ოცნების" შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე ეს არ მოხდება, ამიტომ ,,ნაცმოძრაობა" საპროტესტო მუხტის გაძლიერებას გეგმავს.
ცხადია, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადაყვანილ იქნას უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
იცით, რომ პოლონეთი მზად არის, უზრუნველყოს სააკაშვილის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა.
მეორე გზაა, ხელისუფლებამ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან ბიძინა ივანიშვილის გავლით.
მოსამართლეს ეს ორი არჩევანი აქვს.
ჩვენი გეგმა კი უკავშირდება საპროტესტო მოძრაობას, მოქმედებას, სახალხო პროტესტს.
ცხადია, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება - განაცხადა სასამართლო პროცესის დაწყების წინ ლევან ხაბეიშვილმა.