,,ეს ცენზურაა" - საპარლამენტო კორესპონდენტები ,,ოცნების" ახალ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან

06.02.23 18:04
,,ეს ცენზურაა"  - საპარლამენტო კორესპონდენტები ,,ოცნების" ახალ შეზღუდვებს არ დაემორჩილებიან

რა მიზანს ემსახურება საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე მედიისთვის ახალი წესების დაწესება? კრიტიკული მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ახალი გადაწყვეტილება არის მედიაზე ცენზურის დაწესება, რაც მიუღებელია და ჟურნალისტები მასზე დამორჩილებას არ აპირებენ. 

წარმოუდგენელია იმ წესებზე დამორჩილება, რასაც გვთავაზობს ახლა პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტში მსგავსი წესი არასდროს ყოფილა. 

გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, კომფორტი შეუქმნას ,,ოცნების დეპუტატებს", რადგან მმართველი გუნდის გაცხადებული პოზიციაა, კრიტიკული არხის წარმოამდგენლებს არ ჩაეწეროს.

არის შემთხვევები, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიას პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ კითხვებს არ უპასუხებენ.

მე არ ვიცი, რად უნდა ჩავთვალო პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, თუ არა ცენზურად - აცხადებს ნინო ღვედაშვილი ,,მთავარი არხის" რეპორტიორი.

ეს არის წესები იმაზე, რომ პარლამენტიდან იქნება მხოლოდ სტერილური მასალები - ,,პალიტრა ნიუსის" საპარლამენტო ჟურნალისტს, ნათია ინაურს, მიჩნია, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ შემოღებული წესებით მედიას მოესპობა საშუალება, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და გაავრცელოს. 

ეს არის წესები იმაზე, რომ პარლამენტიდან იქნება სტერილური აუდიო-ვიდეოკადრები, სტერილური კადრები, კომენტარები, რაც მმართველ გუნდს სჭირდება, რომ მედიით გავიდეს.

ანუ მე არარ მექნება შესაძლებლობა, თუ რომელიმე დეპუტატის პასუხი არ დამაკმაყოფილებს, ჩავეკითხო, ჩავეძიო მას.

არ ვიცი, საით მივდივართ. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი წესია ეს - ამბობს ნათია ინაური, ,,ინტერპრესნიუსის" საპარლამენტო ჟურნალისტი. 

,,ოცნება" კრიტიკული ჟურნალისტებისგან იზოლირებას იწყებს. პარლამენტში მედიისთვის ახალი წესები შემოდის. თუ დეპუტატი ჟურნალისტს ინტერვიუზე უარს ეტყვის, რეპორტიორმა  კითხვა აღარ უნდა დასვას და გადაღება შეწყვიტოს.

შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება ძალაში პირველი მარტიდან შედის. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები