ილია II ერდოღანს: მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა
"მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ"- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს.
მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს: თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.
ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ"- წერს პატრიარქი.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1 014 ადამიანი ემსხვერპლა.