სააკაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა - სასამართლოში გადამწყვეტი პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
შესაძლოა, მოსამართლე არევაძემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. ამ წუთებში მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
სხდომას სააკაშვილი არ ესწრება, მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროცესს დისტანციურადაც არ ერთვება.