დიდი წმენდა ნაციონალურ მოძრაობაში - ხაბეიშვილმა ნიკა მელიას რიგითი წევრის სტატუსიც კი არ მისცა

06.02.23 20:12
დიდი წმენდა ნაციონალურ მოძრაობაში - ხაბეიშვილმა ნიკა მელიას რიგითი წევრის სტატუსიც კი არ მისცა

დიდი წმენდა ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიის სტაჟიანი წევრები, რომლებიც  არჩევნების პროცესში მელიას უჭერდნენ მხარს, პოლიტსაბჭოდან გაუშვეს.  ვინც დატოვეს, მათ უკვე  საკუთარი სურვილით თქვეს  უარი, რომ  ამ შემადგენლობაში დარჩნენ.

პარტიაში  დაწყებულ წმენდას პოლიტიკური  დემარში  მიხელ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრების მხრიდან მოჰყვა. 

ხაბეიშვილმა ნიკა მელიას რიგითი წევრის სტატუსიც კი არ მისცა. არადა  ყოფილ თავმჯდომარეს პარტიის  ამომრჩეველთა 40 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა.  

პოლიტიკური გუნდის მიღმა დარჩენილმა მელიამ დაწერა, რომ გადაწყვეტილებები ხაბეიშვილის ნაცვლად არაფორმალურმა მმართველებმა მიიღეს.  

პარტიაში დარჩენილებს უჭირთ  განმარტონ,  რატომ  ჩამოიშორეს ყველაზე სტაჟიანი წევრები, რომლებიც ხაბეიშვილის მეგობრებმა ჩაანაცვლეს.

 

მსგავსი სიახლეები