თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა - ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთქა სამინისტროში ადასტურებენ.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან"- წერია ოფიციალურ განცხადებაში.
რამდენიმე საათის წინ, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 67 წლის ნანი ზარანდიას ემსხვერპლა. ქალი ნანგრევებში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა.
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები შველას ამ დრომდე ითხოვენ.