გადაწყვეტილება მიღებულია - გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაანთავისუფლა და არც სასჯელი გადაუვადა.
შესაბამისად, გიორგი არევაძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილლება, ადგილზე თათბირით გამოაცხადა.
მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - განაცხადა მოსამართლემ.
გადაწყვეტილებას სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.