"ნაციონალურ მოძრაობაში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს"- რას გეგმავს ოპოზიცია

06.02.23 20:40
"ნაციონალურ მოძრაობაში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს"- რას გეგმავს ოპოზიცია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებს ენმ-ს ცენტრალურ ოფისში იხმობს. 

როგორც მან "პირველებს" უთხრა, მოსამართლე არევაზის გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილება დღეს სწორედ ენმ-ს ოფისიდან გახმოვანდება. 

"ნაციონალურ მოძრაობაში ველოდები მიშას (სააკაშვილი) ყველა გულშემატკივარს. იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები. პარტიაში გაკეთდება განცხადება დღესვე. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს დღესვე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, -  აცხადებს ხაბეიშვილი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაანთავისუფლა და არც სასჯელი გადაუვადა.

მსგავსი სიახლეები